კალათა (0)
rumor

კორპორატიული სტილი

 

კორპორატიული სტილი ეხმარება ბრენდს, შექმნას პროფესიონალური და სანდო იმიჯი კომპანიისთვის. თანმიმდევრული კორპორატიული სტილი ხელს უწყობს ეფექტურ კომუნიკაციას და თანამშრომლებს შორის ერთიანობის განცდას. გარდა ამისა, პროფესიონალურ კორპორატიულ სტილს შეუძლია გააძლიეროს კომპანიის რეპუტაცია, დაამყაროს მისი სანდოობა და გააუმჯობესოს პროდუქტიულობა.

რუმორი გთავაზობთ კორპორტიული სტილის შექმნას კომპანიისთვის, რომელიც რამდენიმეეტაპიანი საინტერესო პროცესია: კომპანიის ბრენდბუქისა და ღირებულებების შესწავლა, თანამშრომლებთან ინტერვიუ, კომპანიის პრიორიტეტების გამორკვევა, ტექსტილის შერჩევა და კერვის სტანდარტების სრული დაცვით პირველი მოდელის შეკერვა. რუმორის გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეტალებს, რომლებიც უმარტივებს თანამშრომლებს სამუშაო პროცესს. კორპორატიული სტილი რუმორის პრემიუმ პროდუქტია. ჩვენ ორიენტირებული ვართ შევქმნათ ისეთი სამუშაო ტანისამოსი, რომელიც თანამშრომელთა შრომას სასიამოვნოს გახდის და კომფორტული სამოსით გაიზრდება მათი ნაყოფიერება.

ჩვენი პარტნიორი კომპანიები ყოველთვის ზრუნავენ თავისი თანამშრომლებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნაზე. სიამაყით გიზიარებთ მათ ნუსხას: 

  1. რესტორანი თამარა გასტრონომ ჯგუფისგან
  2. რესტორანი ბისტრო გასტრონომ ჯგუფისგან
  3. რესტორანი სტეიკჰაუსი გასტრონომ ჯგუფისგან
  4. ზენი გასტრონომ ჯგუფისგან
  5. ქიჩენ ენდ ლივინგი გასტრონომისგან
  6. გასტრონომის მაღაზიათა ქსელი
  7. მადარტის საკონდიტრო ქსელი
  8. რესტორანი ვიუენდმორი
  9. კონცეპტუალური მაღაზია კონცეპტსტარი
  10. ქოფიშოფი
  11. კაფესაკონდიტრო ბრიოში
  12. სუშის ბარი რამეკაი
  13. სილამაზის სალონი ეგო
  14. ესთეტიკის ცენტრი სტიმული
  15. რესტორანი სოფიკო

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:  rumortbilisi@gmail.com 

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ბრენდი “რუმორ“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.